სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით

მრავალბინიანი სახლების მშენებობა

• მშენებლობის წარმოების მოსამზადებელი სამუშაოები

პროექტის სპეციფიკაციიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობა ამტკიცებს მშენებლობის წარმოების ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი, პროფესიონალი თანამშრომლებით და გეოდეზისტებით. დამკვეთისთვის კომფორტისთვის, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი ახდენს მის მუდმივ ინფორმირებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ჩართულია მიმდინარე პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის პროცესში, აძლევს რჩევებს ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტის თაობაზე. პერსონალთან ერთად ზუსტდება ერთობლივად შემუშავებული მშენებლობის ორგანიზაციის და წარმოების პროექტების ბოლო დეტალები, როგორიცაა მანქანა-მექანიზმების ტექნიკური პარამეტრები და მათი განთავსების გეგმები, ლოგისტიკური სქემები, პროცესების თანმიმდევრობა.

• დოკუმენტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა

შეთანხმებული დოკუმენტაციის, სამშენებლო გრაფიკების, ობიექტის ჟურნალების და წარმოების მრავლობითი აქტების უზრუნველყოფას ტექნიკური მხადაჭერის მიმართულება ახორციელებს. ევროდიზაინის სპეციალისტები ობიექტის ფინანსური მდგომარეობის და ანგარიშგების მუდმივ მონიტორინგს და დოკუმენტირებას აწარმოებენ.

• მასალების და მომსახურების შესყიდვების უზრუნველყოფა

წინასწარ გაწერილი გეგმის, აგრეთვე მშენებლობის პროცესში დამკვეთის დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით, შესყიდვების და მომარაგების სამსახურები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მასალის და მომსახურების ოპერატიულ შეძენას და ადგილზე მიწოდებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზრებიდან.

• შრომის უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველყოფა

ევროდიზაინის მთავარ პრიორიტეტს პერსონალის, მუშახელის და მესამე პირების უსაფრთხოების საკითხი წარმოადგენს. წინასწარ შედგენილი უსაფრთხოების გეგმა, გაცნობითი და შემახსენებელი სწავლებები, ასევე ინსტრუქციების უპირობო შესრულება, შრომის უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლების მუდმივი ზრუნვის საგანია. ევროდიზაინის მშენებლობა მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს.

• იურიდიული მხარდაჭერა

მშენებლობის დაგეგმარების და მიმდინარეობის დროს მუნიციპალურ ორგანოებთან, ქალაქის და ადგილობრივი თვითმმართველობების სამსახურებთან, ქსელების მფლობელ კომპანიებთან თუ მესამე პირებთან სანებართვო, პროცედურული თუ სხვა საკითხების ოპერატიულ ორგანიზებას ევროდიზაინის იურიდიული სამსახურის გუნდი უზრუნველყოფს.


ზარის შეკვეთა

1 წუთში დაგირეკავთ