სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით

ევროდიზაინი

შპს ევროდიზაინი 2010 წელს დაარსდა. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების წარმოების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

· ევროპული ხარისხის სამშენებლო მასალების წარმოება
· უძრავი ქონების განვითარება
· მშენებლობა
· არქიტექტურა

ჩვენი საქმიანობის განმავლობაში, კომპანია ევროდიზაინი წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თავი დაიმკვიდრა როგორც ბაზრის უდავო ლიდერმა.
ევროდიზაინის ქარხანა განთავსებულია 30 000 მ² ტერიტორიაზე. კომპანია ევროდიზაინის პროდუქცია იწარმოება დასავლური წარმოშობის წამყვანი კომპანიების 2018 წლის დანადგარებით.
ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია იქმნება თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. სხვადასხვა ფაქტურის, დიზაინის, ზომის და ფერის შერწყმით, ყინვაგამძლეობის სრული გარანტიით.
ხარისხი და გარანტია არის კომპანიის დევიზი, რომლის მიღწევა შესაძლებელია მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით,ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით და სისტემური კონტროლით.

ჩვენი მისია

ევროდიზაინი გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში. ჩვენ მივისწრაფვით, რომ ევროდიზაინი ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან.

ჩვენი ხედვა

ევროდიზაინის მიერ წარმოებული სამშენებლო ბლოკი, მეტალოპლასმასის კარ/ფანჯრები და რკინის ნაკეთობები ქმნის ჩვენი პარტნიორის სამშენებლო ხარისხისა და ვადების ეფექტურ კომპლექსურბას, რაც ჩვენი პარტნიორების სიმრავლით გამოიხატება.
ევროდიზაინი დამკვიდრდეს ისეთ დეველოპერულ და სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიად, რომელიც საქართველოში ნერგავს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ხელმისაწვდომს ხდის მას.

ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და ზოგადად, ურბანული განვითარებისთვის.
ნოვატორობა პასუხისმგებლობა შედეგზე ორიენტირებულობა და კომპეტენტურობა
ევროდიზაინი საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს.

ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე.
მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს და ხარისხიან მასალას რომლიც უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას.
ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს.



image
ზარის შეკვეთა

1 წუთში დაგირეკავთ